გასული დღის განმავლობაში რუსეთის ძალებთან 40 შეტაკება მოხდა-უკრაინაში 222 000 ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მტერთან 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსმა უკრაინას შეუტიეს 33 ირანული უპილოტო საფრენი აპარატით “შაჰიდი”, 7 რაკეტა S-300-ის გამოყენებით, 1 ფრთოსანი რაკეტა “ისკანდერით”, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაუშვეს.
გენშტაბი ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 30 “შაჰიდი”.
“გასული დღის განმავლობაში, მტერმა 83 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 58. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის სრულ ოკუპაციაზე. გასული დღის განმავლობაში, 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენშტაბის ცნობით, რუსეთი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.
უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 222 000 ჯარისკაცი დაკარგა უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 540 ოკუპანტი, განადგურებულია 9 ტანკი, 32 საარტილერიო სისტემა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 21 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის მიხედვით, რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგები ამ დროისთვის ასეთია:
ტანკი – 4006
ჯავშანტექნიკა – 7771
საარტილერიო სისტემა – 3920
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 615
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 375
თვითმფრინავი – 314
ვერტმფრენი – 306
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3428
ფრთოსანი რაკეტა – 1214
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6667
სპეცტექნიკა – 539
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.