მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე კიდევ 45 საზენიტო ჯავშან მანქანა – Gepard-ს გადასცემს-

გერმანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ფარგლებში უკრაინას წლის ბოლომდე კიდევ 45 საზენიტო ჯავშან მანქანა – Gepard-ს გადასცემს- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემა წერს, რომ ამ დროისთვის გერმანიამ უკრაინას 34 Gepard-ი უკვე გადასცა, კიდევ 15 ჯავშან მანქანა უახლოეს კვირებში ჩავა უკრაინაში.

გენერალი ამბობს, რომ Gepard-ი საჭიროა, რათა უკრაინამ საჰაერო თავდაცვა გაიუმჯობესოს.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი საჰაერო თავდაცვა? ცალსახად არა”, – თქვა ფრეიდინგმა.

მისი თქმით, გერმანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წელს კიდევ ორ IRIS-T SLM ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას გადასცემს, 2024 წელს კი, კიდევ ოთხს.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ კონტრშეტევაში მთავარ სუსტ წერტილად საჰაერო თავდაცვა მიაჩნია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დღემდე გერმანიამ უკრაინას 34 Gepard გადასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button