მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორ სამინისტროში განაცხადეს, „შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ავიაკომპანია “აირზენა – საქართველოს ავიახაზების” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი“.

სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის გამო შეშფოთება გამოიხატა, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია.

მათივე ცნობით, უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის გამო შეშფოთება გამოიხატა, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა.

ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც დააფიქსირა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართულ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC), ასევე მის ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს, სანქციები დაუწესდა.უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC) მთელი რიგი აკრძალვები შეეხო. სანქციების სია 14 პუნქტისგან შედგება.

თამაზ გაიაშვილმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და პირადად მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.“ გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას “საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება“.საქართველო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო „პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება“, რომელიც „ცალსახად მიუღებელია” და “არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც უკრაინას და საქართველოს გააჩნია“.Georgian Airways-ი ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც რუსეთში რეგულარულ რეისებს ასრულებს. ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის ყოველდღიურად დაფრინავს ასევე რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“.

დღეს, 3 ივლისს, საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა უკრაინის ხელისუფლების მიერ ქართული ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებისთვის“ (Georgian Airways LLC) სანქციების დაწესებას.

ლევან დავითაშვილის თანახმად, ეს იყო „პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება“ იმ ფონზე, როცა ძალიან ბევრი ქვეყნის ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში. როგორც ლევან დავითაშვილმა თქვა, სხვა შემთხვევებზე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

„სამწუხაროა. უნდა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ ჩვენ უკრაინის ხელისუფლების [მხრიდან]“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ადრეც იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც „ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ“ საქართველოს მოქალაქეებს.

„ცალსახად მიუღებელია. ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც უკრაინას და საქართველოს გააჩნია“, – თქვა ლევან დავითაშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაში ქართულ ოპოზიციასაც „ურევია ხელი“

„ალბათ, საფუძველი ამას აქვს ეს – როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები [მიიღება], რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს და არანაირად არ არგებს“.

ლევან დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC) მთელი რიგი აკრძალვები შეეხო. სანქციების სია 14 პუნქტისგან შედგება.
მანამდე, ქართულ ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზებისა” და მის ხელმძღვანელ თამაზ გაიაშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი პორტალი „ომი და სანქციები“.
„ომი და სანქციები“ მიუთითებს, რომ 20 მაისს ქართულმა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა” მიიღო თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის ნებართვა და დაიწყო ფრენები რუსეთში, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ცალმხრივად აღდგენის შედეგად მოხდა.
როგორც პორტალი აღნიშნავს, “საქართველოს ავიახაზების” საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვნად გააქტიურებას და გამარტივებას, მათ შორის, საქართველოში რუსული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, იწვევს სანქციების გვერდის ავლის ახალი სქემების ფორმირების რისკებისა და ინტეგრაციის ზრდას.
თამაზ გაიაშვილი გამოეხმაურა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და პირადად მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.“ გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას “საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება“.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.

შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button