მნიშვნელოვანირეგიონი

31 წლის ახალგაზრდამ მეზობლები პენსიის რიგში დახოცა

31 წლის ახალგაზრდამ მეზობლები პენსიის რიგში დახოცა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, 31 წლის კაცმა თანასოფლელები ცეცხლსასაროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.

გიორგი ფარსადანიშვილმა, 71 წლის მეზობლებს, გივი კობერიძესა და მერაბ ზალუაშვილს სასიკვდილო ჭრილობები იმ დროს მიაყენა, როცა ორივე სოფლის ცენტრში პენსიის რიგში იდგა.

თანასოფლელების ვერსიით, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებულსა და ერთ- ერთ გარდაცვლილს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ, ორივე მამაკაცი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

გიორგი ფარსადანიშვილი პოლიციამ უკვე დააკავა

შემთხვევის ადგილი ამ დრომდე პოლიციის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button