მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან 500 დღე გავიდა-ოკუპანტებმა 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

გაერომ დაადასტურა, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინაში 9177 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უზენაესი კომისარიატის ოფისის თანახმად, დაღუპულთა შორის 535 ბავშვია.

ოფისი იტყობინება ასევე, რომ სულ დაშავებულია 15 993 პირი, მათ შორის 1095 ბავშვი.
როგორც გაერო აღნიშნავს, დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.
გაეროს ინფორმაციითვე, ამ წლის პირველ ოთხ თვეში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მაჩვენებელი შედარებით შემცირებული იყო, თუმცა მაისისა და ივნისის თვეებში ეს რიცხვი ისევ გაიზარდა.

დაღუპულები და დაშავებულები აღრიცხული არიან 1504 დასახლებულ პუნქტში რუსეთის შეჭრის დღიდან, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის 30 ივნისამდე. შაბათ-კვირას ომის დაწყებიდან 500 დღე გავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button