მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი აგვისტოში თურქეთში ჩასვლას გეგმავს

თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგვისტოში უნდა ეწვიოს თურქეთს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკება გაიმართება უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომზე და “მარცვლეულის გარიგებაზე”.”

თურქული და რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ერდოანმა პარასკევს სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან შავი ზღვის მარცვლეულის თემის განხილვასაც ელის და იმედი აქვს, რომ მოხდება მისი მინიმუმ ორი თვით გახანგრძლივება.
„იმედი მაქვს, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენს დღის წესრიგში – როგორც სატელეფონო დიპლომატიაში, ასევე პირადი შეხვედრის დროს, რომელიც მომავალ თვეში შედგება,” – განაცხადა ერდოანმა.
მარცვლულის შეთანხმებას ვადა 17 ივლისს ეწურება. რუსეთს მისი გაგრძელება არ სურს.

თურქეთის ლიდერმა დასძინა, რომ ვლადიმირ პუტინის შესაძლო ვიზტის დროს განიხილავენ ასევე სამხედრო ტყვეთა გაცვლის საკითხს.
„ეს საკითხი პუტინთან განვიხილე, და პუტინი ასევე ეწვევა თურქეთს მომავალ თვეს. კვლავ გვექნება შესაძლებლობა ეს საკითხი პირისპირ განვიხილოთ”, – განაცხადა ერდოღანმა.

მანამდე მედიით გავრცელდა ცნობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ რეჯეპ ტაიპ ერდოანი აპირებდა პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას. მაგრამ როგორ 8 ივლისს განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, სტაბმულის მოლაპარაკების შემდეგ ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button