გენშტაბის ცნობით მტერთან 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა-ომში 234 480 ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გუშინ, დღის განმავლობაში მტერთან 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.
“უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. მათ ამ მიმართულებებზე გარკვეული წარმატება აქვთ. რუსი ოკუპანტები აგრძელებენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. მძიმე ბრძოლები გრძელდება, [გუშინ] დღის განმავლობაში მტერთან 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის თქმით, ბახმუტის მიმართულებით მტერი წინ მიიწევდა, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის დუბოვო-ვასილევკას დასახლების მიდამოში. ამასთან, მტრის საარტილერიო დაბომბვის შედეგად 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 234 480 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 4085
ჯავშანტექნიკა – 7966
საარტილერიო სისტემა – 4371
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 668
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 414
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 309
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3686
ფრთოსანი რაკეტა – 1271
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6937
სპეცტექნიკა – 632
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.