მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შტატები და გერმანია ნატო-ში უკრაინის წევრობას დაბლოკავენ

ვილნიუსის სამიტზე,რომელიც ორ დღეში დაიწყება, განხილვის მთავარი თემა უკრაინა იქნება.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატოს შეუძლია უკრაინის მიღების საკითხი განიხილოს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ. ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ უკრაინა ნატოს წევრობისთვის ჯერ მზად არ არის.
თუმცა მანამდე კი იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოში შესვლის საკითხი არ განიხილება.

პარალელურად კი გამოცემა ბილდის ცნობით, შტატები და გერმანია ნატო-ში უკრაინის წევრობას დაბლოკავენ. გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, გზა გაუხსნას უკრაინას ნატო-სკენ.
თუმცა ჯო ბაიდენის თქმით, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას იარაღით, რომელიც ქვეყანას სჭირდება რუსეთთან ომის დასასრულებლად. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, როგორც ამას ისრაელის შემთხვევაში აკეთებს. ბაიდენის განცხადებით, ეს საკითხები დეტალურად განიხილა პრეზიდენტ ზელენსკისთან.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა CNN-ს ინტერვიუ მისცა ევროპაში გამგზავრების წინ. ნატოს ლიდერთა სამიტამდე, რომელიც 11 ივლისს იწყება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, ჯო ბაიდენი დღეს, 10 ივლისს, ლონდონში შეხვდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს. წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ვილნიუსის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა ნატოში მიიწვიოს. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ესმის, რომ ომის დასრულებამდე მისი ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები.

გვესმის, რომ უკრაინა სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურაში და გახდეს ნატო-ს წევრი, აღარ არის დაპირებების გამეორების დრო, დროა, შევთანხმდეთ ნათელ გეგმაზე, როგორ მივაღწევთ ამას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წევრობის პერსპექტივა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის წელიწად-ნახევარია, გმირულად ებრძვის რუსულ ურჩხულს.

„რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება უფრო რთული ხდება ახალი ფაქტორებით, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორებიცაა, მაგალითად, ჩვენს სამეზობლოში „ვაგნერის“ პოტენციური გამოჩენა, ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება უნდა იყოს ალიანსის პრიორიტეტი და ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევასრულოთ მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები, უნდა დავამტკიცოთ თავდაცვის ახალი გეგმა ვილნიუსში. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და ერთად გავიზარდოთ. მოკავშირეების ერთიანობის დემონსტრაციაა მისწრაფება იმისკენ, რომ მთლიანი შიდა პროცენტის 2 პროცენტი გამოყოფილ იქნას ნატო-სთვის. ჩვენ რუსეთს მცირედი მიზეზიც კი არ უნდა მივცეთ, რათა ჩვენი ერთიანობა დატესტოს.

სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაა. ყველას გვესმის, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამომავლო სამხედრო დახმარებაზე მისი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე. ჩვენ ასევე გვესმის, რომ უკრაინა სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურაში და გახდეს ნატო-ს წევრი. აღარ არის დაპირებების გამეორების დრო. დროა, შევთანხმდეთ ნათელ გეგმაზე, როგორ მივაღწევთ ამას. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა შეთანხმებისა, და ამით ძლიერი სიგნალი უნდა გავუზავნოთ უკრაინას. წევრობის პერსპექტივა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის წელიწად-ნახევარია, გმირულად ებრძვის რუსულ ურჩხულს. ვილნიუსი უნდა იყოს ის ადგილი, საიდანაც უკრაინელი ხალხი კარგ ამბებს გაიგებს. მოდით, არ დავივიწყოთ, რომ ნატო ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ორგანიზაციაა მსოფლიოში“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

11-12 ივლისს, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვილნიუსის სამიტზე განიხილავენ უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხებს და უსაფრთხოების გარანტიებს. სამიტზე მიწვეულია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამიტის მეორე დღეს, 12 ივლისს დაგეგმილია ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია.

მანამდე ვილნიუსის სამიტში ზელენსკის მონაწილეობა საეჭვო იყო, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მონაწილეობაზე, თუ იქ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
9 ივლისს, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლჰა სტეფანიშინამ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ განუცხადა, რომ სამიტში პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და დამოკიდებულია შინაარსზე სამიტის იმ დოკუმენტების, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება.

ცნობისთვის ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღე რჩება. ლიეტუვის დედაქალაქი ისტორიული დღისთვის ემზადება. დღეს ვილნიუსი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქალაქია NATO-ს ლიდერების შეკრებას ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება იცავს. სამხედროები, საბრძოლო ავიაცია და თანამედროვე ტექნიკა ალიანსის 16-მა წევრმა გამოყო.

სამიტი ხვალ იწყება, თუმცა საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღეა დღესაც- გაიმართება ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას და ნატოს გენ მდივნის პრესკონფერენცია, ასევე იენს სტოლტენბერგის თურქეთის პრეზიდენტის და შვედეთის პრეზიდენტის შეხვედრა, სულ მალე გაირკვევა, საბოლოოდ, რას გადაწყვეტს ანკარა, შვედეთის NATO- ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button