მნიშვნელოვანირეგიონი

მერია გარემოვაჭრეებს ბაზრის შიგნით ტერიტორიაზე გადასვლას სთხოვს

ხმაური თელავის აგრარულ ბაზართან-მერია გარემოვაჭრეებს ბაზრის შიგნით ტერიტორიაზე გადასვლას სთხოვს.

გარემოვაჭრეების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება ორი დღის წინ მიიღეს.

მერიამ მოვაჭრეებს განუმარტა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში, მათი გადაყვანა პოლიციის მეშვეობით მოხდება.

გაემოვაჭრეები ამბობენ, რომ აგარარულ ბაზარში ადგილები არ არის და გადასახადიც ძვირია. მათივე თქმით, ისინი არამალფუჭებადი პროდუქტით ვაჭრობენ და უმრავლესობას საბანკო ვალები აქვს.

ამ მიზეზით, მოვაჭრეები ზედამხედველობის სამსახური მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებენ.

ადგილზე მყოფმა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.

ტერიტორიის დასატოვებლად, გარემოვაჭრეებს ორი დღის ვადა აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button