მნიშვნელოვანისიახლეები

ოკუპანტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქეები თავისუფალი არიან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი თავისუფალი არიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
როგორც КГБ-ს “პრესსამსახურზე” დაყრდნობით გამოცემა წერს, საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის 2 იანვარს დააკავეს.

“2023 წლის 2 იანვარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, 1970 წელს დაბადებული გუგუტიშვილი სერგო გოდერძის ძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარის მცხოვრებელი და კახაბრიშვილი თამაზი, რევაზის ძე, დაბადებული 1961 წელს, თბილისიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა განზრახ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის – საქართველოს საზღვარი”, – ციტირებს გამოცემა რეგიონის ე.წ უსაფრთხოების სამსახურს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით.

პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გარდა ამისა, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.

„აღნიშნული პირების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გარდა ამისა, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, – აღნიშნულია უწყებაში

საქართველოს მოქალაქეები 18 ივლისს ე.წ სასამართლომ “დამნაშავედ ცნო” და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო 28 ივლისს, “სასჯელის” მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. [პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების დღიდან დაიწყო]

მსგავსი პოსტები

Back to top button