მტერთან 20-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა-უკრაინაში 246 190 ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 20-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.
“გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 42 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 76. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში მტერთან 20-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 246 190 ჯარისკაცი დაკარგა.
მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 246 190
ტანკი – 4 211
ჯავშანტექნიკა – 8 188
საარტილერიო სისტემა – 4 816
სარაკეტო სისტემა – 699
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 460
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 311
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 017
საკრუიზო რაკეტები – 1 347
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7292
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 715.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.