რეგიონი
ხანძარი თხილის საწარმოში

ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე მდებარე თხილის საწარმოს შენობის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ერთ-ერთ ვერსიად ელექტროსადენების გაუმართაობა სახელდება.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო – სამაშველო ბრიგადები.
მათ ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერ-ჯერობით უცნობია მიყენებული ზარალის ოდენობა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.