მნიშვნელოვანირეგიონი
ძლიერმა სტიქიამ კახეთი დააზარალა

სტიქია კახეთში- გურჯაანში გადახდილია სახურავები და დაგლეჯილია ხეები.
წუხანდელი ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, გურჯაანში საცხოვრებელი სახლები სახურავების გარეშე დარჩა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა 9 აპრილის ქუჩაზეა, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გადახდილია.
” საშინელი ქარი იყო, წვიმა და ხმაური, ასეთი არ მახსოვს. ბინა მთლიანად გადახდილია, მოგლეჯილი ხეეები დენის სადგურს დაეცა. ძალიან გაუსაძლისი ვითარებაა”- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ, რომ სტიქიის შედეგად, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქალაქ გურჯაანსა და ორ მიმდებარე სოფელში.
ამ დროისათვის შესაბამისი სამსახურები დაზიანებული სახლების აღრიცხვას აწარმოებენ