მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა-უკრაინაში 249 700 ოკუპანტი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.
“გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 62 საჰაერო და 20 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 68. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 249 700 ჯარისკაცი დაკარგა მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 6 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 4237
ჯავშანტექნიკა – 8262
საარტილერიო სისტემა – 4965
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 705
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 466
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 311
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4126
ფრთოსანი რაკეტა – 1359
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7441
სპეცტექნიკა – 734
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.