მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანას 66 მილიარდი დოლარით დაეხმარა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი, ეგორ ჩერნიევის ცნობით, გერმანიის პარლამენტში გადაწყვეტილების მიმღებმა ფრაქციებმა კონსენსუსს მიაღწიეს უკრაინისთვის, Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის თაობაზე:

“ჩემმა მეგობრებმა ბუნდესტაგიდან ახლახან მაცნობეს, რომ ძირითადმა საპარლამენტო ფრაქციებმა მიაღწიეს კონსენსუსს შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.
ამ რაკეტებს აქვთ 500 კილომეტრის მანძილის დაფარვა და შეუძლიათ დაფარონ ყველა ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის ყირიმის სამხრეთ სანაპირო.
დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით გერმანელ პარლამენტარებთან მხარდაჭერის ჯგუფის ჩამოყალიბებაზე და ახლა, საბოლოოდ, ყინული გატყდა.
ველოდებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას” წერს ჩერნიევი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანას 66 მილიარდი დოლარით დაეხმარა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დიდი ნაწილი – 44 მილიარდი დოლარი სამხედრო სახის დახმარებაა, დანარჩენი კი – ფინანსური და ჰუმანიტარული.

გამოცემა წერს, რომ 2023 წლის ამერიკის საერთო სამხედრო ბიუჯეტის ფონზე, რომელიც 1,77 ტრილიონს შეადგენს, ეს დახმარება უმნიშვნელოდ გამოიყურება, თუმცა ის მაინც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას აღემატება.

საუდის არაბეთში გამართული კონფერენცია, რომელზეც უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმაზე იმსჯელეს, იყო წარმატებული შეხვედრა, რადგან მან წარმოაჩინა საერთაშორისო თანამეგობრობის სურვილი, იმუშაოს ომის დასრულებაზე – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა 7 აგვისტოს.

“გერმანია გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას, მათ შორის ამ პროცესში”, – თქვა პრესმდივანმა პრესკონფერენციაზე.

5-6 აგვისტოს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართული, უკრაინაში ომის გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს სახელმწიფოთა, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრაში 40-მდე სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ საერთო დოკუმენტი არ შეუმუშავებიათ – შეხვედრის მთავარ მიზნად მიიჩნეოდა არა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, არამედ მოსაზრებების გაცვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button