მნიშვნელოვანირეგიონი

ავარიას კახეთში გაერთიანებული ემირატების მოქალაქე ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას გაერთიანებული ემირატების მოქალაქე ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა მოცურების შედეგად, ჯერ მსუბუქ ავტომობილს შემდეგ კი მიკროავტობუს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა გაერთიანებული ემირატების მოქალაქე 32 წლის ქალი და დაშავდა 7 მგზავრი.

ექიმების განმარტებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button