მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრემლის ლიდერი დაკავების ორდერის გაცემის მიუხედავად მოსკოვს დატოვებს

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად იმოგზაურებს. მედია წერს, რომ ის ჩინეთში ჩასვლას დათანხმდა.

საკითხის მცოდნე სამი ადამიანი ამბობს, რომ კრემლი ამზადებს პუტინის ვიზიტს ჩინეთში ოქტომბრის თვეში, Belt and Road ფორუმისთვის. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტისგან მიიღო მიწვევა ღონისძიებაზე დასასწრებად.

ორი თანამოსაუბრე ამბობს, რომ პუტინი მზადაა ეწვიოს მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებშიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს შეუძლიათ მისი უსაფრთხოების სრული გარანტიის გაცემა, ჩინეთი კი ერთ-ერთი ასეთი ადგილია.

ცნობისთვის, პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია მას შემდეგ რაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში მისი დაკავების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების არალეგალურ დეპორტაციებთან დაკავშირებით. ამავდროულად, კრემლის ინფორმაციით, პუტინის რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button