მტერთან 40-ზე მეტი საბძროლო შეტაკება მოხდა-რუსეთმა უკრაინაში 263 020 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 40-ზე მეტი საბძროლო შეტაკება მოხდა.
“გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 31 სარაკეტო და 66 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 53. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში მტერთან 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 263 020 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 31 აგვისტომდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 610 სამხედრო, 13 ტანკი და 31 საარტილერიო სისტემა.
ტანკი – 4436
ჯავშანტექნიკა – 8604
საარტილერიო სისტემა – 5507
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 734
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 500
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4417
ფრთოსანი რაკეტა – 1445
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7976
სპეცტექნიკა – 830
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.