მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი გაეროს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ალბანეთის, გაერო-ში ელჩმა ფერიტ ჰოჯამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ თვეში ნიუ-იორკში ჩავა, გაეროს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება და უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს”, – განაცხადა ალბანეთის ელჩმა გაეროში, ფერიტ ჰოჯამ.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 19-25 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. გამოცემის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი პირადად წარადგენს უკრაინის “მშვიდობის ფორმულას”.

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში 18 სექტემბრიდან შეიკრიბებიან. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა კი 20 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button