მნიშვნელოვანირეგიონი

სეტყვამ კახეთის რამდენიმე სოფელი დააზარალა

სტიქია კახეთში- დასეტყვილია ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლები.

დაახლოებით ათ წუთიანმა სეტყვამ ახმეტის სამი სოფლის, მაღრაანის, ფიჩხივანისა და არგოხის მოსახლეობა დააზარალა.

სტრიქიიდ შედეგად მოგლეჯილია ხეები დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

სეტყვა დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ართანა და ნაფარეულიც, სადაც საკარმიდამო ნაკვეთები სრულად განადგურებულია.

რა მდგომარეობაა ვენახებსა და სოფლის გარეთ მდებარე ნათესებში, ადგილობრივებს ჯერ- ჯერობით, ინფორმაცია არ აქვთ დაზარალებულები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

ზუსტი ინფორმაცია სტიქიით მიყენებული ზიანის შესსხებ, უახლოეს საათებში იქნება ცნობილი

მსგავსი პოსტები

Back to top button