მნიშვნელოვანისიახლეები

უსაფრთხოების სამი დონე: წითელი, ყვითელი და მწვანე-პარლამენტში შესვლის წესები იცვლება

18 სექტემბრიდან პარლამენტში შესასვლელი საშვისა და შესვლის პირობებში ცვლილებები ამოქმედდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითება სავალდებულო გახდება.

“ეს არის განახლებული წესი, რომელიც მანამდეც არსებობდა. მისი მთავარი არსი არის როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე პარლამენტის სასახლეში შემოსვლის წესი, საშვის დაშვების წესი, ვიზიტორების შემოსვლა, ავტომანქანით შემოსვლა და ყველა ეს საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იყო, ერთ სისტემატიზირებულ მდგომარეობაში მოვიყვანეთ, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. ცვლილება ამოქმედდება 18 სექტემბრიდან.

როგორც აქამდე, როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე აპარატის შესაბამის წევრებს, ვისაც საშვის დაშვების უფლება აქვთ, ისინი კვლავ დაუშვებენ საშვებს. საშვთა ბიურო იმუშავებს 9 საათამდე, ნაცვლად 7-საათისა. ასევე შემოდის საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითების ვალდებულება – კერძოდ, შეხვედრა თუ ღონისძიება”- თქვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში შემოდის “ვიზიტორთა ქცევის წესი, რომელიც აწესრიგებს სამუშაო და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად სტანდარტებს”.

ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, ასევე შენობაში სადემონსტრაციო მასალის (პლაკატების, ბანერების, წარწერების და ა.შ.) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.
ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრული სივრცეებში, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.
პარლამენტის სასახლის ვიზიტორი ვალდებულია ატაროს ჩაცმულობა სამუშაო გარემოს შესაბამისად.
ვიზიტორი ვალდებულია ვიზიტის მიზნის ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს საშვის მოქმედების დღის 24:00 საათისა, დატოვოს პარლამენტის სასახლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპარლამენტო ღონისძიება, რომელსაც ისინი ესწრებიან, გრძელდება აღნიშნული დროის მიღმა. საქართველოს პარლამენტის ვიზიტორები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის და პარლამენტის მანდატურის მითითებებს. ასევე წესრიგდება უსაფრთხოების დონეები. შემოდის უსაფრთხოების სამი დონე: წითელი, ყვითელი და მწვანე.

„მწვანე დონე არის, როდესაც არანაირი შეზღუდვა არ არის. წითელი გულისხმობს ევაკუაციის შემთხვევას, როდესაც ფორს-მაჟორული სიტუაცია არის და ყვითელი დონე, როდესაც შეიძლება სხვადასხვა სახის შეზღუდა იყოს ვიზიტორების შეზღუდვასთან დაკავშირებით“, – განმარტა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის სასახლის ვიზიტორის ვალდებულია საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას.
პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს დარღვევის სიმძიმის ან დარღვევის განმეორების რისკის შეფასების საფუძველზე ვიზიტორს შეუზღუდოს პარლამენტუს შენობაში შესვლა ერთი წლის ვადით.
მისი მტკიცებით, ცვლილებები ეფუძნება “ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილებას.

ეს წესები პარლამენტში 18 სექტემბრიდან ამოქმედდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button