ლავროვის ოჯახის ქორწილის პროტესტისათვის დაკავებული პირების ოთხთვიანი პროცესი დასრულდა

ლავროვის ოჯახის ქორწილის პროტესტისათვის დაკავებული პირების თითქმის ოთხთვიანი პროცესი დასრულდა.
ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 13 სექტემბერს გამოცხადდება.
პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა.
ჯამში სასამართლომ ინციდენტის მონაწილე 40 მდე პოლიციელი და სამოქალაქო აქტივისტი გამოკითხა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლია, მხარეებმა კი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
აქტივისტები ამბობენ, რომ საქართველოს რუსული ხელისუფლება მართავს და დასჯა- დაშინების პოლიტიკას ატარებს.
შეგახსენებთ, 20 მაისს, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის პროტესტისათვის, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავა.
ყველა მათგანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.