მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრემლის სპიკერი არ ადასტურებს კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა არ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის სამზადისი.
დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა ესაუბრა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტსა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.
“ამ თემაზე სათქმელი არაფერი გვაქვს”, – განაცხადა პესკოვმა.

ჩრდილოეთ კორეის მეთაურ, კიმ ჩენ ინის რუსეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, პირველმა ამერიკულმა The New York Times-მა გაავრცელა.

გამოცემის წყაროთა თანახმად, კიმ ჩენ ინის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, გაიმართოს რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, სადაც ჩრდილოეთ კორეის მეთაური დაჯავშნილი მატარებლით ჩავა. შეხვედრის სავარაუდო თარიღია 10-13 სექტემბერი, როცა ვლადივოსტოკში უნდა ჩატარდეს „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი”. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ პუნტინმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკება მოსკოვში გამართოს.

ფხენიანს რუსეთში კიმ ჩენ ინის სავარაუდო ვიზიტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ყირიმის და უკრაინის სხვა რეგიონების ტერიტორიების ანექსია.

მსგავსი პოსტები

Back to top button