მნიშვნელოვანირეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში

72 წლის მამაკაცი დაშავდა მძიმედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყვარელში.

შემთხვევა სოფელ სანავარდოსთან ყვარელი – გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

მამაკაცს გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა მაშინ დაეჯა, როდესაც ის საკუთარი ავოტმანქანის შეკეთებას ცდილობდა.

დაშავებული თავის არეში მიღებული მძიმე ტრავმებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების გადაწყვეტილებით, პაციენტი კრიტიკული მედიცინის ავტომობილით თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ამ წუთებში მიჰყავთ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

მსგავსი პოსტები

Back to top button