3 წლის ბიჭი მდინარე ენგურში ჩავარდა_მისი მდგომარეობა კრიტიკულია

ანაკლიაში ბაბუასთან სტუმრად მყოფი სამი წლის ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია.
მის გადასარჩენად ზუგდიდის ევექსის კრიტიკული და გადაუდებელი ცენტრის ექიმები იბრძვიან.
” ყველას თვალწინ მდინარე ენგურის პირას თამაშობდა და იქვე ჩავარდა. იგი წყლიდან ეგრევე ამოიყვანეს და სწორედ პოლიციის
მეშვეობით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი რამდენიმე წუთში საავადმყოფოში გადაიყვანეს”-გვითხრა თვითმხილველმა.
ამ წუთებში მედიკოსები ყველა ღონეს ხმარობენ ბიჭუნას სიცოცხლის გადასარჩენად.
ამასთან ზუგდიდის “ევექსის” კრიტიკული და გადაუდებელი ცენტრის ექიმების თქმით, სამი წლის ბიჭუნას, რომელიც კრიტიკული მართვით სუნთქვაზე ზუგდიდში იმყოფება,ქუთაისის შესაბამის კლინიკაში გადაიყვანენ.
“ბავშვის გადასაყვანად ქუთაისიდან რეფერალურ ბრიგადას ელოდებიან”,-გვითხრა ექიმმა.
თვითმხილველების ცნობით, ანაკლიიდან ზუგდიდამდე მარშრუტი პოლიციის მანქანამ, ბავშვის გადასარჩენად, რამდენიმე წუთში გაიარა.