მნიშვნელოვანირეგიონი

სტიქიით დაზარალებულებს კახეთის გუბერნატორი დახმარებას დაპირდა

“სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას აუცილებლად დავეხმარებით”- ეს განცხადება კახეთის გუბერნატორმა ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

გიორგი ალადაშვილის განმარტებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის სეტყვითა და ქარით მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა უკვე მიმდინარეობს.

” ზიანის დადგენის პროცესი უკვე მიდის. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობას დაზიანებული სახურავების აღდგენაში დავეხმაროთ”- განაცხადა ალადაშვილმა.

შეგახსემებთ, 7 სექტემბერს, ძლერმა სეტყვამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ბაისუბნის, პატარა გორის, ზემო და ქვემო მსხალგორის, ფონის, ცოდნისკარის, თელასა და კაბლის თემის ოთხი სოფელი დააზარალა.

ძლიერმა ქარმა წააქცია ასწლოვანი ხეები, დაწყვიტა ელექტრო გადამცემი ხაზები და ათეულობით საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა. ამ ეტაპზე მოსახლეობას ელექტროენერგია ჯერ კიდე. არ მიეწოდება.

ლაგოდეხის სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button