მნიშვნელოვანისიახლეები

სამი გარდაცვლილი გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები მიწაში მოყოლილი სახლები დატბორილი ეზოები და დანგრეული ხიდები

გურიაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ადიდებულმა მდინარეებმა, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი შიდა გზები ჩახერგა.

ოფიციალური ინფორმაციით, მოსახლეობასთან კავშირი უკვე აღდგენილია. მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანის მიზნით კი მაშველები ინტენსიურად მუშაობენ. გურიაში, ყველა რთულ მონაკვეთზე ამ დრომდე მეხანძრე-მაშველები, სამართალდამცველები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელიც. სტიქიის ზონაში მუშაობენ გეოლოგები და ჰიდროლოგები. სპეციალისტები მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს სწავლობენ.

“62 ადამიანია გამოყვანილი როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მსგავსი ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დამატებითი ძალების მობილიზებას ამ დროისთვის არ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისზე მეტი მობილიზებაა გაკეთებული. თუკი დადგება ვერტმფრენის საჭიროება მზადყოფნაში ვართ,”- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილი თავიანთი სახლების დატოვებაზე უარს აცხადებდა, თუმცა უმეტესი ნაწილის დათანხმება მოხდა და ამ ეტაპზე მათი გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის თქმით კი, ყველა სოფელში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მისივე თქმით, არც ერთი სოფელი და არც ერთი მოქალაქე უყურადღებოდ არ დარჩება.
სტიქიის ზონაში, სამაშველო და სალიკვიდაციო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მაშველები ყველა იმ სოფელში, მივიდნენ რომელიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და მოქალაქეები ყველა საჭირო პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყვეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მაშველებისა და ყველა იქ მყოფი პირისთვის უპირველესი ამოცანა ადამიანების უსაფრთხოებაა:

“წარმოუდგენელი ტრაგედიაა, ზარალი კი ძალიან დიდი. მთავარი ამოცანა, ვიდრე ზარალზე ვისაუბრებთ, უკავშირდება ადამიანების უსაფრთხოებას, რომელიც ახლა იმ ადგილებში იმყოფებიან, სადაც შესაძლოა გარკვეული რისკები არსებობდეს,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარის პირველივე მომენტიდან ყველა მიმართულებით სრული მობილიზაცია იყო:

“პირველივე მომენტიდან, ყველა მიმართულებით სრული მობილიზაცია იყო. ყველა ჩართული იყო რომ დროული დახმარება მიეღოთ ადამიანებს და მათი გადარჩენა დღეს ნომერ პირველი პრიორიტეტი იყო,”- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

გურიაში სტიქიისს შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები, მიწაში მოყოლილი სახლები, დატბორილი ეზოები და დანგრეული ხიდები – სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან

მძიმე დღე და ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს, და ჩვენ საზოგადოებას, არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს, წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ამ დროს კი, როცა გვჭირდებაყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთნება, თუ პირიქით ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია… ვაგრძელებთ ძველებურად – ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button