ლავროვის შვილის ქორწილისთვის დაკავებულების საქმეზე სასამართლო ისევ მსჯელობს

ლავროვის ოჯახის ქორწილის პროტესტისათვის გამართლებული პირის საქმეს სასამართლო ხელახლა განიხილავს.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის საქმის ხელახალი განხილვა მიმდინარეობს.
მოსამართლე იოსებ აბრამიძემ, 7 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილებით, ეძგვერაძე სამართალდამრღვევად არ ცნო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
პროცესის დასწყისში, ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ მოსამართლე გიორგი მთიულიშვილის აცილების საკითხი დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მიმდინარე პროცესისადმი პროტესტის ნიშნად, დავით ცინცქილაძემ და ირაკლი ეძგვერაძემ სასამართლო სხდომა დატოვეს.
” სასამართლო დაიწყო რასამართლიანდა, რაც მიგვიყვანს არასამართლიან გადაწყვეტილებასთან. საქმე გვაქვს გამართლებული პირის ხელახალი მსჯავრდებულს მცდელობასთან, რაც არის არაკონსტიტუციური . სააპელაციო სასამართლოს შეეძლო თავად განეხილა ეს საქმე , მაგრამ გადაწყვიტეს, რომ თავად განმხილველმა სასამართლომ გამოაცხადოს რომ შეცდა. მე დავტოვე პროცესი, იმიტომ რომ ჩემი პროფესიისთვის ეს არის შეურაცმყიფელი”- განაცხადა ადვოკატმა.
სასმართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გადაწყვეტილებას დანარჩენი დაკავებულების საქმეზე, მოსმაართლე იოსებ აბრამიძე 13 სექტემბერს გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, ირაკლი ეძგვერაძე და კიდევ 13 პირი, 20 მაისს ყვარლის ტბის მიმდებარე ლავროვის სიძის ქორწილის გაპროტესტებისათვის დააკავეს.
ყველა მათგანს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.