მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია-რუსეთი ქალაქებს ბომბავს

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. ქვეყნის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, უკრაინის საჰაერო ძალები მოსახლეობას დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა.
მათივე ინფორმაციით, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კრივი-რიჰის მიმართულებით ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატების 2 ჯგუფი დაფიქსირდა.
მოსახლეობას მოუწოდებდნენ, არ უგულებელყონ საჰაერო განგაში.
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები დაბომბეს. დაზიანდა სატელეფონო ანძა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეტევები გრძელდება რუსეთზეც, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის განცხადებით გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სისტემებმა 2 დრონი ჩამოაგდეს.
………………

11 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა 12 ე.წ. დამრტყმელი დრონით(Shahed-136/131) შეუტიეს ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ნიკოლაევის ოლქებს. სარდლობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12-ვე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. გარდა ამისა, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებიდან დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტია რაკეტებით Х-31П და Х-59. საჰაერო ძალების სარდლობის წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო იერიშს დანაკარგი არ მოჰყოლია.
გასულ ღამით და დღეს დილით აფეთქებები იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით შეტევის გამო ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია რამდენიმე სახლი.
8 სექტემბერს ქალაქ კრივოი-როგის პოლიციის შენობაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრ
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის რეგიონის 20 დასახლებულ პუნქტზე არტილერიით მიიტანეს იერიში.
პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ავდეევკის, მარინკისა და შახტერსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით აკავებენ რუსეთის თავდასხმებს და მოწინააღმდეგის ყველა შეტევას მნიშვნელოვანი დანაკარგი მოჰყვა ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით. უკრაინის არმია შეტევით ოპერაციას ახორციელებს მელიტოპოლის მიმართულებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button