რუსეთი მობილიზაციას დაიწყებას გეგმავს და 700 000-მდე ადამიანს გამოიძახებენ
რუსეთმა უკრაინაში 269 210 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ახლო მომავალში რუსეთი მობილიზაციას დაიწყებს და 700 000-მდე ადამიანს გამოიძახებენ.
“ფრონტზე ცოცხალი ძალის დანაკარგების დასაფარად უახლოეს მომავალში რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა გამოცხადდება. იძულებითი მასობრივი მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გამოცხადდება.
რუსეთის ხელისუფლება ფრონტზე დამატებით 400 000-დან 700 000-მდე ადამიანის გაგზავნას გეგმავს. ასევე, დაგეგმილია ჩეჩნეთის რესპუბლიკის დაახლოებით 40 000 მაცხოვრებლის გაწვევა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.
28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 269 210 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 11 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 580 სამხედრო, 6 ტანკი და 28 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ტანკი – 4560
ჯავშანტექნიკა – 8767
საარტილერიო სისტემა – 5839
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 760
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 512
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4628
ფრთოსანი რაკეტა – 1455
გემი/ნავი – 19
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8370
სპეცტექნიკა – 877
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.