ღარიბაშვილი აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. როგორც უწყება წერს, ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ნიუ იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
“მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება,” – ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 78-ე სესია 19 – 25 სექტემბერს ნიუ–იორკში გაიმართება.
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ასამბლეის მთავარი განსახილველი საკითხები იქნება მდგრადი განვითარების მიზნები, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ინვესტიციების და დაფინანსების პრობლემები, ჯანმრთელობის გამოწვევები და კონფლიქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.