მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შოიგუს თქმით უკრაინამ სექტემბერში 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 276 670 ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ სექტემბერში 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ თვეში [სექტემბერში] 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. კიევმა დაკარგა დასავლური წარმოების სამი ტანკი – ორი გერმანული Leopard და ერთი ბრიტანული Challenger”, – ამბობს შოიგუ.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა ფრონტის “ვერც ერთ სექტორში ვერ მიაღწიეს წარმატებას”. ამასთან, მან აღნიშნა, რომ “უკრაინელი სამხედროები თავს ესხმიან სამოქალაქო ობიექტებს და ამ თავდასხმებს სამხედრო გამარჯვებად წარმოაჩენენ”.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 276 670 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4672
ჯავშანტექნიკა – 8946
საარტილერიო სისტემა – 6299
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 792
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 533
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4924
ფრთოსანი რაკეტა – 1529
გემი/ნავი – 20
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8763
სპეცტექნიკა – 925
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები აგროვებენ მონაცემებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის შესაძლო სიკვდილის შესახებ. ამის შესახებ იუწყება უწყების პრესსამსახური.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სოკოლოვი სხდომას ესწრება. უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინებოდა, რომ 22 სექტემბერს, ანექსირებულ სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის – ფლოტის სარდალი ვიქტორ სოკოლოვი. კრემლს ჯერჯერობით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია ამ საკითხზე გარდა იმისა, რომ პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია არ მოსულაო.

„რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებულია 34 ოფიცერი. არსებული წყაროები ამტკიცებენ, რომ დაღუპულთა შორისაა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სარდალი. ბევრი მათგანის ამოცნობა ჯერაც ვერ მოხერხდა, რადგანაც სხეულის ნაწილები გაფანტულია. ვინაიდან რუსები სასწრაფოდ გახდნენ იძულებული, პასუხი გამოექვეყნებინათ თითქოს ცოცხალი სოკოლოვის შესახებ, ჩვენი ქვედანაყოფები ინფორმაციას აზუსტებენ. ეს ხდება ჩატარებული ოპერაციის შედეგების თაობაზე მონაცემების შეგროვების პროცედურის ფარგლებში“, – ნათქვამია უკრაინის სპეცსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

უკრაინის არმიამ 25 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში 22 სექტემბერს უკრაინის მიერ რუსეთის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა შორის იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალიც.

განცხადებაში სარდლის ვინაობა დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ამ პოსტზე 2022 წლის აგვისტოში დანიშნეს ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი. განცხადების თანახმად, დაიჭრა 100-ზე მეტი პირი.

რუსეთის წარმომადგენლებმა მსხვერპლის გაცილებით უფრო დაბალი მონაცემი დაასახელეს და თქვეს, რომ თავდასხმის შემდეგ ერთი პირი დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

როგორც კიევი იუწყებოდა, 13 სექტემბერს სევასტოპოლის გემთსაშენ ობიექტზე მიტანილ იერიშს რუსეთის ფლოტის 62 წევრი შეეწირა, დაზიანდა წყალქვეშა ხომალდი.

მსგავსი პოსტები

Back to top button