რეგიონი

ავარია სოფელ ინგირში დაშავდა ორი ადამიანი

ორი ადამიანი დაშავდა ავტოავარიის შედეგად სოფ ინგირში.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული მძღოლები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარიის გამო, ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დაახლოებით 20 წუთით შეფერხებული იყო.

ადგილზე მუშაობს პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახური.

დაწყებულია გამიძიება, ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია

მსგავსი პოსტები

Back to top button