მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია

დილის მდგომარეობით, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია. დაშავდა 1800-ზე მეტი ადამიანი.
მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოები გადავსებულია. დაშავებულია 1 590 ადამიანი, მათ შორის 300 მძიმე მდგომარეობაშია, 19 კი – კრიტიკულ მდგომარეობაში.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, “ჰამასის” მებრძოლებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. მათი რაოდენობა უცნობია.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს გამთენიას, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.- ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა ისროლეს.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.
ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ “ომს მოიგებს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button