მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა უკრაინაში უკვე 506 ბავშვი მოკლეს

​უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

8 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 506 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 130-ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში – 488

ხარკოვის ოლქში – 301

კიევის ოლქში – 129

ჩერნიგოვის ოლქში – 71

ლუგანსკის ოლქში – 67

ნიკოლაევის ოლქში – 97

ხერსონის ოლქში – 1284

ზაპოროჟიეს ოლქში – 99

დნეპროპეტროვსკის ოლქი – 97

ლუგანსკის ოლქში – 67.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

​უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 8 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 580 სამხედრო, 21 ჯავშანტექნიკა და 21 ტანკი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 282 280
ტანკი – 4 821
ჯავშანტექნიკა – 9 123
საარტილერიო სისტემა – 6 705
სარაკეტო სისტემა – 808
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 542
თვითმფრინავები – 316
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 190
საკრუიზო რაკეტები – 1 530
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 9 111
გემი/ნავი/კატარღა – 20
წყალქვეშა ნავი – 1
​სპეციალური აღჭურვილობა – 959.

მსგავსი პოსტები

Back to top button