მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელში საომარი ვითარების გამო გადადებული თბილისი-თელავივის ავიარეისი დღეს შესრულდა

პრეზიდენტმა და პრემიერმა ისრაელზე თავდასხმა დაგმეს

ისრაელში საომარი ვითარების გამო გადადებული თბილისი-თელავივის ავიარეისი, დღეს შესრულდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დილის 7 საათზე აფრინდა.

მგზავრებმა, რომლებმაც დედაქალაქი უკვე დატოვეს, “კურიერთან” განაცხადეს, რომ საფრთხის მიუხედავად, ისრაელში წასვლის სურვილი მაინც ჰქონდათ. ბორტზე ასვლამდე თქვეს, რომ ნაწილი ოჯახთან, ნაწილი კი სამუშაოდ მიდიოდა.

რეისი გუშინ 18 საათსა და 40 წუთზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა მისი გაუქმების შესახებ მგზავრებს, რამდენიმე წუთით ადრე შეატყობინეს.

საქართველოს პრეზიდენტი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება ჰამასის თავდასხმას ისრაელზე.

“ღრმად შეშფოთებული ვართ ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულ ადამიანების დაღუპვის გამო. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში. ტერორის ადგილი თანამედროვე სამყაროში აღარ უნდა იყოს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელზე თავდასხმას X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს.

„ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 22 დაღუპულის და 500-ზე მეტი დაშავებულების შესახებ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება მრავალი კადრი, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ, დატყვევებული ისრაელელი ჯარისკაცები არიან გამოსახული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button