სოფელ გიორგეთის მოსახლეობამ ენერგო-პრო ჯორჯიას წინააღმდეგ აქცია გამართა

აქცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივები ენერგო- პრო ჯორჯიას წინააღმდეგ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის მოსახლეობამ აფენის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა და ელექტროენერგიის მიწოდებაში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა მოითხოვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო 15 წელია, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით, საათობით მიეწოდება.
” დღეები გადის და ელექტროენერგია არ მოგვეწოდება. ფაქტიურად, კვირაში ორი დღე გვაქვს დენი. გვიფუჭდება პროდუქტი, ტექნიკა, იძულებულები ვართ შევიძინოთ გენერატორები, რაც დამატებითი ხარჯია. ვითხოვთ, რომ ნორმალურად მოგვაწოდონ დენი. ბოლოს და ბოლოს რამდენი წელი შეიძლება რეაბილიტაცია იძახონ, “- ამბობენ ადგილობრივები.
აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და ენერგო- პრო- ჯორჯიას ლაგოდეხის ფილიალის ხელმძღვანელი მივიდნენ.
ბეგი სიყმაშვილის განმარტებით, კომპანია ელექტროქაელის გაუმჯობესებისათვის მუშაობს და პრობლემებიც ამას უკავშირდება.
“ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფერის ენერგომომარაგების გაუმჯობესებისთვის საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩატარდა, გამოიცვალა მოძველებული საყრდენები, შეკეთდა ან სრულად განახლდა ქსელის დიდი ნაწილი. შესაძლოა პრობლემები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა, კომპანია მუშაობს, რომ ნელ-ნელა ყველა პრობლემა გადაიჭრას არა მარტო ამ სოფელში, არამედ მთელ მუნიციპალიტეტში. სტატისტიკას თუ გადავხედავთ შარშან გაცილებით მეტი გათიშვა იყო ამ სოფელში, ვიდრე წელს, თუმცა, როგორც გითხარით, მუშაობა, რეაბილიტაცია კვლავ გრძელდება”-განაცხადა სიყმაშვილმა.
პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში, ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობა პერმანენტული აქციებით იმუქრება.