მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ტექნიკა ისრაელში ჩავიდა

რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასთან” ომის მდგომარეობაში მყოფ ისრაელში ჩავიდა აშშ-ის მიერ გაგზავნილი საბრძოლო მასალებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი და სააგენტო Reuters-ი იუწყებიან ისრაელის არმიის სამხედროებზე დაყრდნობით.

ამერიკული თვითმფრინავი 10 ოქტომბერს დაეშვა ისრაელის სამხრეთში, ნევატიმის სამხედრო-საავიაციო ბაზაზე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ იმუშავებს კონგრესთან, რათა უზრუნველყოს დამატებითი სახსრების მობილიზება ისრაელის მხარდასაჭერად და ისრაელს ჰქონდეს თავდაცვის საშუალებები. აშშ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში გაგზავნოს დამატებითი სამხედრო ძალებიც.

11-13 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს და იორდანიას ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ისრაელს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრებს ტერორისტული შეტევით გამოწვეული მსხვერპლის გამო და ისრაელის მთავრობას და ხალხს დაუდასტურებს აშშ-ის სოლიდარობას.

მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას ენტონი ბლინკენი განიხილავს ისრაელის უსაფრთხოების ზომების განმტკიცების საკითხებს და ხაზს გაუსვამს ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას.

გერმანია ჰამასის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს. საქმე დაჯგუფების მიერ გერმანიის მოქალაქეების გატაცებას, მძევლად აყვანასა და მკვლელობას ეხება.

როგორც AFP-ს გერმანიის ფედერალური პროკურატურის სპიკერმა განუცხადა, გამოძიება დაიწყეს “რადიკალური პალესტინური ისლამისტური ორგანიზაციის, ჰამასის დაუდგენელი წევრების მიმართ”.

პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით, ფესტივალიდან გატაცებული ქალის დედამ მიმართა.
2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
„ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button