მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელგია უკრაინაში F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელს გაგზავნის

აშშ უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით 200 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოყოფს

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ლუდივინ დედონდერმა განაცხადა, რომ ბელგია უკრაინაში F-16 ტიპის რამდენიმე ავიაგამანადგურებელ თვითმფრინავს 2025 წელს გაგზავნის.

დედონდერს არ დაუკონკრეტებია, რამდენი თვითმფრინავი გაიგზავნება უკრაინაში მან, ასევე, დასძინა, რომ ბელგია უკრაინელი მფრინავების მომზადებას განაგრძობს.

მისივე თქმით, მოიერიშე თვითმფრინავების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს ბელგია ახალ F-35-ებს.

„გარდა საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნისა, ბელგია გააგრძელებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას“, – აღნიშნა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა, რომ ბელგია განიხილავს უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას. უკრაინული მედიის ცნობით, ბელგიის საჰაერო ძალებს 45 ერთეული F16 აქვს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში გაუვათ. მომავალი წლიდან მათ ჩასანაცვლებლად ქვეყანა ყოველწლიურად 4-5 F 35-ს მიიღებს.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, 200 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოყოფს. ინფორმაცია ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გაავრცელა.

„ვამაყობ, რომ შეერთებული შტატები გამოაცხადებს უკრაინის უსაფრთხოების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია“, – აღნიშნა ოსტინმა.

კერძოდ, მისი თქმით, ახალი პაკეტი მოიცავს AIM-9-ის ტიპის ჭურვებს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

გარდა ამისა, დახმარება ასევე მოიცავს დამატებით საარტილერიო საბრძოლო მასალასა და რაკეტებს, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და აღჭურვილობას რუსული თვითმფრინავების გასანადგურებლად.

რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომი, რომელსაც კრემლი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს, უკრაინის ტერიტორიაზე 595-ე დღეა გრძელდება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, ფრონტზე 33 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მათი ვინაობა სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა მოხალისეთა გუნდთან ერთად დაადგინეს სექტემბრის ბოლოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ორჯერ გამოაქვეყნა: 2022 წლის 2 მარტის მონაცემებით, დაღუპულად ითვლებოდა 498, ხოლო 25 მარტის – 1 351 ადამიანი. 21 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დანაკარგმა შეადგინა 5 937 ადამიანი.
საკუთარ დანაკარგებს არ აქვეყნებს არც უკრაინული მხარე, რომელიც ირწმუნება, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები გაცილებით დიდია.
2022 წლის 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, გაესაიდუმლოებინა უკრაინაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრების შესახებ ინფორმაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button