წალენჯიხაში დღეს ქალაქის დღე აღინიშნება

წალენჯიხაში დღეს ქალაქის დღე აღინიშნება, მასთან ერთად “ტერენტობის”დღესასწაულიც, რომელსაც უკვე ტრადიციული სახე აქვს.
ქალაქის ცენტრში გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.
წალენჯიხა-ტერენტობის დღესასწაულზე ალტ-ინფოს წევრები გამოჩნდნენ ისინი ილუმინაციების, უფრო კონკრეტულად კი ფერადი ქოლგების ჩამოხსნას საკუთარი ძალიბით ცდილობენ. მათ პოზიციას იზიარებს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გახარიას პარტიიდან.
წალენჯიხის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას თქმით, სწორედ კორნელი სალიამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო კონკრეტულად კი აგინა.
სალია ბრალდებებს უარყოფს.
“ქოლგა სჭირდებათ ქალბატონებს. ფერებს კი არ ვაკრიტიკებთ, ვაკრიტიკებთ ქოლგის ჩამოკიდებას”, – ამბობს ალტ ინფოს წარმომადგენელი.
საბოლოო ჯამში, ალტ-ინფოს წევრებმა ფერადი ქოლგები პოლიციის დახმარებით ჩამოხსნეს.