მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლავროვი რუსებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიმ ჩენ ინს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუს ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევდა.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო ტასს-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც თავის კოლეგას, ჩოი სონ ჰუის შეხვდა, შემდეგ კი მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მედიის კითხვის პასუხად, გაუწევდა თუ არა რუს ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში დასასვენებლად წასვლის რეკომენდაციას, ლავროვმა განაცხადა, რომ „გაუწევდა“.

ცნობისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 2-დღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ცნობილია, რომ სერგეი ლავროვი, რომელიც ბოლოს ჩრდილოეთ კორეას 2018 წელს სტუმრობდა, მოლაპარაკებებს გამართავს ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან.

Reuters წერს, რომ რომ სერგეი ლავროვი ფხენიანს ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს გააცნობს და ამასთან, წერს, რომ შესაძლოა, შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმერ პუტინის პოტენციური ვიზიტიც განიხილონ.
ამასთან ლავროვი გამოვიდა წინადადებით, რეგულარულად გაიმართოს უსაფრთხოების საკითხებში მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან და ჩინეთთან, მისი თქმით, რეგიონში აშშ-ის მზარდი სამხედრო მუქარის საპასუხოდ.
როგორც ვარაუდობენ, მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრშია ორ ქვეყანას შორის სამხედრო კავშირების გაღრმავება.

სერგეი ლავროვის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სექტემბერში მოსკოვს ეწვია, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ჩრდილოეთ კორეის თანამგზავრულ პროგრამასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს.
შეხვედრა იმართება რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც შეერთებულმა შტატებმა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას ბრალი დასდო, რომ ის რუსეთს ამუნიციით ამარაგებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფხენიანში ოთხშაბათს გაემგზავრა ორდღიანი ვიზიტით.

ვიზიტის პირველ დღეს, მიღებაზე, ლავროვმა თქვა, რომ მადლობას უხდის ჩრდილოეთ კორეას რუსეთის მხარდაჭერისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ჩრდილოეთი კორეა სირიასთან ერთად ერთ-ერთია ორ ქვეყანას შორის, რომლებიც მოსკოვს ღიად უჭერენ მხარს უკრაინასთან ომში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩრდილოეთი კორეა მსოფლიოში მესამე ადგილზე იყო მის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რაოდენობით. ახლა ის მეოთხეა, მას, სირიასა და ირანს რუსეთი უსწრებს.

ჩრდილოეთი კორეა – იზოლირებული კომუნისტური დიქტატურაა. 1950-53 წლების კორეის ომის დასრულების შემდეგ ფორმალურად, ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა ომის მდგომარეობაში რჩებიან.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 13 სექტემბერს შეხვდა. ვიზიტის მსვლელობისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ჩრდილოეთი კორეა რუსეთს ამუნიციის მარაგების შევსებაში დაეხმარება.

როგორც უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ, განაცხადა, აშშ-ს მიაჩნია, რომ კიმს სურს წვდომა ჰქონდეს რუსეთის მაღალ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ფხენიანის ბირთვული პროგრამისთვის არის საჭირო და სანაცვლოდ ამუნიციას სთავაზობს რუსეთს.

თეთრმა სახლმა პარასკევს განაცხადა, რომ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გაიგზავნა 1000-ზე მეტი კონტეინერი. რა იყო მათში, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პუტინს განუცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
შეგახსენებთ, რომ ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში 18 ოქტომბერს ჩავიდა. სადაც ლავროვმა ჩრდილოეთ კორეას მადლობა გადაუხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მხარს უჭერენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button