ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია ზუგდიდში გაიმართა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია თბილისის პარალელურად გაიმართა ზუგდიდშიც.
სკეიტ პარკში სამოქალაქო აქტივიქტები, რიგითი მოქალაქეები და ადგილობრივი პოლიტიკური სახეები შეიკრიბნენ.
შეკრებილი ადამიანები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ აქტიურად ჩაერთონ ირაკლი ბებუას საქმის განხილვაში, ვინაიდან დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებული საქარველოს მოქალაქის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობა ყოველწუთიერად მძიმდება.
ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ “სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის”, “სხვისი ქონების განზრახ დაზიანების” და “საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის” მუხლებით გაასამართლა.
მას 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბებუას ოკუპირებულ აფხაზეთში “ამნისტია” არ შეეხება და როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, წინასწარ იცოდნენ ამის შესახებ, რადგან “დე-ფაქტო ორგანოებს მისი საქმის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ.
ბოლო დღეებში კი ვრცელდება ინფორმაცია ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.