კრემლის ლიდერი ,,მასობრივი ბირთვული დარტყმის” წვრთნას დაესწრო

რუსეთში გაიმართა სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნა, რომელზეც დამუშავდა „მასიური ბირთვული დარტყმა მტრის ბირთვული თავდასხმის პასუხად“. როგორც კრემლის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, წვრთნას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ წვრთნის დროს გაუშვეს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.
კერძოდ, კამჩატკაში, პლესეცკის საცდელ კოსმოდრომზე მდებარე პოლიგონ „კურაზე“, სამხედროებმა გაუშვეს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „იარსი“.
ბარენცის ზღვაში მცურავ სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ხომალდ „ტულიდან“ სტარტი აიღო ბალისტიკურმა რაკეტა „სინევამ“, ხოლო შორეული ავიაციის თვითმფრინავმა ტუ-95 მს-მა გაუშვა საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა.
“სერგეი შოიგუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირადი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა”, – წერს მედია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმითვე, წვრთნები “რუსეთის შეიარაღებული ძალების გეგმის შესაბამისად ჩატარდა, რომ მასობრივი ბირთვული დარტყმა მტრის ბირთვული დარტყმის საპასუხოდ მოამზადონ”.
მათივე ინფორმაციით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა “იარსი” არხანგელსკის რეგიონის პლესეცკის კოსმოდრომიდან გამჩატკაში, საცდელ ადგილას გაუშვეს. სინევას ბალისტიკური რაკეტა კი ბარენცის ზღვაში მდებარე ბირთვული წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის თქმით, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნაში ორი TU-95MS შორეული რაკეტის მატარებელი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ 25 ოქტომბერს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აუქმებს მოსკოვის მხრიდან ბირთვული ცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების (CNTB) რატიფიკაციას.
25 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაზე ფედერაციის საბჭომ ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა 156 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ამის შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაეგზავნება.
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო სათათბირომ, კანონპროექტი მიმდინარე თვეში მიიღო.
რუსეთის მიერ ბირთვული გამოცდის აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების გაუქმებას მხარს ვლადიმირ პუტინი უჭერდა, მისი თქმით, აშშ-ის პოზიციის “არეკვლის” მიზნით – აშშ-მა 1996 წლის ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა მისი რატიფიკაცია არ განუხორციელებია.