რეგიონი

აქცია ჩხოროწყუში_70 ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ

საპროტესტო აქცია გაიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ხაბუმეში.

ადგილობრივებს, დაახლოებით 70 ოჯახს უკვე მეორე ზამთარი დგება არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი.

კომპანიამ, რომელიც სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრუგებით სამუშაოებს აწარმოებდა, გაზის მილები დააზიანა.

მას შემდეგ დაახლოებით ერთი წელია ხაბუმეს მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ, თუმცა რეაგირებ ამ დრომდე არავის მოუხდენია.

ჩხოროწყის საკრებულოდან გახარიას გუნდის დეპუტატებმა წერილობითაც მიმართეს მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ასევე უშედეგოდ.

სატელეფონო ზარებს არც სოფლის რწმუნებული და არც ქალაქის მერი არ პასუხობენ.

მოსახლეობა მასშტაბურ აქციებს მომავალშიც აანონსებს.მათ რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button