ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური
ისრაელის არმია აცხადებს, რომ გასულ ღამეს განხორციელებული თავდასხმების დროს ჰამასის ერთ-ერთი მეთაური ისამ აბუ რუკბეჰი მოკლეს. IDF-ის ინფორმაციით, ასემ აბუ რაკაბა 7 ოქტომბერს ტერორისტების მიერ ისრაელის სამხედრო პუნქტებზე შეტევაზე იყო პასუხისმგებელი.
„დღეს, თავდაცვის ძალებმა, მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი მოკლეს. აბუ რუკბეჰი პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ უპილოტო საფრენი აპარატების, პარაპლანისტების და საჰაერო თავდაცვის მართვაზე. რუკბეჰიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უპილოტო საფრენი აპარატებითა და პარაპლანებით განხორციელებულ თავდასხმებში“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
ომის 22-ე დღე ახლო აღმოსავლეთში – ისრაელში დაღუპულია 1400 ადამიანი, “ჰამასის” ტყვეობაში რჩება 220, ღაზაში კი მსხვერპლის რაოდენობა 7000-ს სცდება