მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს ვიცე-პრემიერი ჩინეთში პუტინტთან ერთად ბანკეტს დაესწრო და მის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს პეკინში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა. სიტყვით გამოსვლას უსმენდა ჩინეთში საქართველოს ელჩიც. ბანკეტი სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაბულამ გაავრცელა.

როგორც ბანკეტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა. გარდა ამისა, ფორუმის გახსნის დღეს ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლას ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ეს ჩანს გავრცელებული ვიდეოებიდან, რომელიც მათ შორის კრემლის საიტზეა ხელმისაწვდომი. ჩინეთში ვიზიტის შესახებ აცხადებდა თვითონ მინისტრი და ინფორმაციას სამინისტროც ავრცელებდა, თუმცა არაფერი თქმულა საზეიმო ბანკეტის შესახებ.

ცნობისთვის საუბარია 18 ოქტომბერს გამართულ სარტყლისა და გზის ფორუმზე, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი და ელჩი, არჩილ კალანდია წარმოადგენდნენ. სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთთან ქართველ დიპლომატს წესით ღონისძიების ყველა დეტალი წინასწარ უნდა ჰქონოდა გავლილი.

ჯერჯერობით არცერთ ოფიციალურ სტრუქტურას აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება არ გაუვრცელებია. ფაქტს არ გამოხმაურებია არც ლევან დავითაშვილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მათივე განცხადებით, ხელისუფლებას არჩევანი გაკეთებული აქვს და მნიშვნელოვანია ოლიგარქიული მმართველობა რაც შეიძლება მალე ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

ეს არის რუსული ოცნება. რუსული ოცნება, რომელიც ემსახურება პუტინს, ემსახურება კრემლს. მასთან ერთად ბანკეტებზე ღიად ქეიფობენ და პირდაპირ ვამბობ, რომ არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ინტერესს. ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს პირდაპირ უკუკავშირშია იმასთანაც, რაც დღეს აქ ხდება.

განაცხადა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი პეკინში ვლადიმირ პუტინთან ერთად ბანკეტს ესწრებოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ასეთი რამ “კონფერენციებს ახასიათებს”.

“კონფერენციებს ახასიათებთ, რომ მას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან და შესაბამისად… ძალიან გთხოვთ, დისკომფორტი არის, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის და იმისათვის ვშრომობთ, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები”, – განაცხადა ქარსელაძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს პეკინში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო. ბანკეტი სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაბულამ გაავრცელა.

როგორც ბანკეტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა.

გარდა ამისა, ფორუმის გახსნის დღეს ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლას ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ეს ჩანს გავრცელებული ვიდეოებიდან, რომელიც მათ შორის კრემლის საიტზეა ხელმისაწვდომი.

ჩინეთში ვიზიტის შესახებ აცხადებდა თვითონ მინისტრი და ინფორმაციას სამინისტროც ავრცელებდა, თუმცა არაფერი თქმულა საზეიმო ბანკეტის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button