მაჰაჩკალის აეროპორტში მომიტინგეები ებრაელ მგზავრებს თავსდაესხნენ-მაჰაჩყალას აეროპორტში მომხდარში კრემლი “გარე გავლენებს” ხედავს

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში მასობრივი არეულობისას. დაღესტნის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ისე პოლიციელები 10 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს, ორის მდგომარეობა მძიმეა დანარჩენს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
29 ოქტომბერს, საღამოს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე მათი მოტივი კი ებრაელ მგზავრებზე თავდასხმა იყო. ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ისრაელშიც და რუსეთს მათი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდეს. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ რეგიონიდან ებრაელების განდევნას.
პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ ადგილობრივ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს და თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ანტისემიტური გამოსვლის მონაწილეები აეროპორტიდან გამსვლელებს დოკუმენტებსაც უმოწმებდნენ მათი წარმომავლობის დასადგენად. ხელისუფლებამ აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა და ღამით გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ამასთან ხელისუფლება აეროპორტში შეჭრის ფაქტზე კომენტარს დიდხანს არ აკეთებდა და ინფორმაცია არც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გამოქვეყნდა ოფიციალური ცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მუხლით.
პრემიერმინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “სახელმწიფო უდიდესი სერიოზულობით უყურებს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების მიმართ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას, ნებისმიერ ადგილას”.
მათი თქმით, ისრაელის ელჩი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა და პროცესში ჩართულია.
დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მელიკოვმა განაცხადა, რომ დაღესტნელები პალესტინელებს მსხვერპლის გამო თანაუგრძნობენ და მშვიდობისთვის ლოცულობენ, მაგრამ ის, რაც მაჰაჩყალის აეროპორტში მოხდა, აღმაშფოთებელია და სამართალდამცავებისგან შესაბამისი შეფასება აუცილებლად მოჰყვება.
რუსეთის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ტატიანა მოსკალკოვამ ტელეგრამ-არზე დაწერა, რომ მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები მიმართულია ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებისკენ და მიზნად ისახავს რუსეთში სამოქალაქო მშვიდობის დესტაბილიზაციას. მოსკალკოვამ დაღესტნის მცხოვრებთ მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და კანონი დაიცვან.
ისრაელის მთავრობამ, რომელმაც პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების დასაცავად გადამწყვეტი ზომები მიიღოს.
დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში შეჭრისა და მგზავრებზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ, 60 ადამიანი დააკავეს. როგორც Meduza წერს, დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან ნაწილი კლინიკაშია გადაყვანილი და რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. გამოცემის ცნობითვე, გუშინ დაპირისპირების დროს 9 პოლიციელი დაშავდა.
იდენტიფიცირებულია 150-ზე მეტი მომიტინგე. სააგენტოს ცნობით, პოლიცია სამძებრო სამუშაოებს ატარებს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დასადგენად.
მაჰაჩყალას აეროპორტში მომხდარში კრემლი “გარე გავლენებს” ხედავს – ამასთან დაკავშირებით კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ცალსახაა, გუშინ მომხდარი გარე ჩარევების, მათ შორის საინფორმაციო სივრცეზე გავლენის შედეგია.
რუსული მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “დიდ შეხვედრას” გამართავს და ისაუბრებს დასავლეთის მცდელობაზე, რუსული საზოგადოება ორად “გახლიჩოს”.
დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში შეჭრისა და მგზავრებზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ, 60 ადამიანი დააკავეს. როგორც Meduza წერს, დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან ნაწილი კლინიკაშია გადაყვანილი და რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. გამოცემის ცნობითვე, გუშინ დაპირისპირების დროს 9 პოლიციელი დაშავდა.
დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალას აეროპორტში ბრბო გუშინ შეიჭრა. ამ დროს აეროპორტში თელ-ავივის რეისი დაეშვა, მათი მოტივი კი ებრაელ მგზავრებზე თავდასხმა იყო. ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ისრაელშიც და რუსეთს მათი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდეს.
პრემიერმინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “სახელმწიფო უდიდესი სერიოზულობით უყურებს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების მიმართ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას, ნებისმიერ ადგილას”.
მათი თქმით, ისრაელის ელჩი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა და პროცესში ჩართულია.
დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალას აეროპორტში ბრბო გუშინ შეიჭრა. ამ დროს აეროპორტში თელ-ავივის რეისი დაეშვა, მათი მოტივი კი ებრაელ მგზავრებზე თავდასხმა იყო. ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ისრაელშიც და რუსეთს მათი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდეს.
პრემიერმინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “სახელმწიფო უდიდესი სერიოზულობით უყურებს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების მიმართ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას, ნებისმიერ ადგილას”.
მათი თქმით, ისრაელის ელჩი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა და პროცესში ჩართულია.
მაჰაჩყალის აეროპორტი ისევ დაკეტილია. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს მიერ დღეს, 30 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, აეროპორტი, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გაიხსნება, სამართალდამცავების მიერ მთელი ტერიტორიის დეტალურად შემოწმების შემდეგ.
თელ-ავივიდან მაჰაჩყალაში რეისი რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა შეასრულა. ისრაელიდან ჩასული მგზავრების წინააღმდეგ აქციისკენ მოწოდებები სოციალური ქსელებით 29 ოქტომბერს, დილიდან ვრცელდებოდა.