მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხიდან უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის საწყობებიდან გადაეცემა, რათა კიევმა ბრძოლის ველზე საჩქარო საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს. დანარჩენი 300 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში იქნება გადაცემული, რათა კიევმა გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

ცალკე თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ USAI-ის ფარგლებში უკრაინას მეტოქის დრონებთან საბრძოლველად დამატებითი ლაზერით მართვადი საბრძოლო მასალა გადაეცემა.

პაკეტში, ასევე, შევა დამატებითი საბრძოლო მასალა NASAMS საზენიტო კომპლექსებისთვის, დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები, Javelin და AT-4 სისტემები, 3 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა და ყუმბარები ცეცხლსასროლი იარაღისთვის, და ა.შ.

გარდა ამისა უკრაინის პრეზიდენტი, აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ეხმაურება.

ზელენსკის თქმით, რუსეთს არ ჰქონდეს სანქციების გვერდის ავლის შანსი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ “სანქციების ძალა მსოფლიოს ძალაა”.

“მადლიერი ვართ შეერთებული შტატების ახალი და ძალიან ძლიერი სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო. 220-ზე მეტი რუსული და არამხოლოდ რუსული კომპანია, რომლებიც აგრესიისთვის მუშაობენ, ახლა შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არიან. ეს არის ის, რაც საჭიროა. ეკომონიკის კრიტიკული სექტორები აგრესიისთვის, სენსიტიური ქმედებები ტერორისტებისთვის.

სანქციების ყველა გადაწყვეტილებამ უნდა იმუშაოს სრულად, რომ რუსეთს არ ჰქონდეს სანქციების გვერდის ავლის შანსი. სანქციების ძალა მსოფლიოს ძალაა. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ამ მიზნით. ერთიანი მსოფლიო მხოლოდ უნდა გაძლიერდეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გუშინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში ომის გამო, რუსეთთან დაკავშირებულ ასობით ადამიანსა და ერთეულს ახალი სანქციები დაუწესა.

მსგავსი პოსტები

Back to top button