მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ზუგდიდში მხარდამჭერებს ხვდება

ნიკა მელია საათზე მეტია მხარდამჭერებს ხვდება.

ის ამჯერად ზუგდიდშია.

სამომავლო გეგმების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე მას შემდეგ ისაუბრაბს, რაც რეგიონებში შეხვედრებს დაასრულებს.

შეხვედრაზე იმყოფებიან პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე და პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაური.

“მჯერა მტკიცე პოზიციით, სრული სიმართლით, ენთუზიაზმით, მოტივაციით და სიმართლის ძალით ამ ქვეყანაში ის რეჟიმი, რომელიც ხალხს აღარიბებს და აბუჩად იგდებს აუცილებლად დამარცხდება და ჩანაცვლდება ხალხის ხელისუფლებით”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

შეხვედრა ზუგდიდის ერთ-ერთი რესტორნის დარბაზში იმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button