მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

71 წლის ოკუპანტი პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლმა 6 ნოემბერს არც დაადასტურა და არც უარყო ცნობა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა კენჭი იყაროს 2024 წლის მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში – კრემლმა მხოლოდ ის თქვა, რომ პუტინს ამ საკითხზე ჯერ “განცხადება არ გაუკეთებია”.

მანამდე სააგენტო როიტერსმა გაავრცელა ცნობა, რომელშიც რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ პუტინმა მიიღო კენჭისყრის გადაწყვეტილება – რის შედეგადაც ის, შესაძლოა, ხელისუფლებაში დარჩეს სულ მცირე 2030 წლამდე. ამ ცნობის პასუხად, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის ლიდერს, რომელსაც გასულ თვეში 71 წელი შეუსრულდა, არც კამპანიის შესახებ გამოუცხადებია “ოფიციალურად”.

გავრცელებული მოლოდინით, პუტინი ხელისუფლებაში სიცოცხლის ბოლომდე დარჩება, თუმცა მისი ჯანმრთელობის შერყევის შესახებ ცნობებმა – რომლებსაც, როგორც მოსალოდნელია, კრემლი უარყოფს – კითხვები წამოჭრა მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ.

“გადაწყვეტილება მიღებულია – ის კენჭს იყრის” – უთხრა პუტინის გეგმების მცოდნე წყარომ როიტერსს, კიდევ სხვა წყარომ კი სააგენტოს შეატყობინა, რომ რამდენიმე კვირაში ამ გეგმის შესახებ მინიშნება გავრცელდება.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, საპრეზიდენტო არჩევნების ზუსტი თარიღი დეკემბერში უნდა გამოაცხადოს – რის შემდეგაც პოლიტიკური პარტიები თავ-თავიანთი კანდიდატების დასახელებას დაიწყებენ მარტის კენჭისყრისთვის.
პუტინი, რომელსაც პრეზიდენტობა ბორის ელცინმა 1999 წლის ბოლო დღეს გადასცა, რუსეთის მმართველის თანამდებობას, იოსებ სტალინის შემდეგ, რუსეთის ნებისმიერ სხვა ლიდერზე მეტხანს იკავებს.

ცნობისთვის, პუტინი მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს 71 წლის გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button